გაკვეთილის მთავარი თემა
|
წრეწირის რკალი და წრიული სექტორი
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლე შეძლებს წრეწირის და მისი ნაწილების ამოცნობას.
|
მოსწავლეები გაეცნონ ცნებებს : წრე,წრეწირი,წრის,ცენტრი,რადიუსი დიამეტრი,,წრის რკალი,ნახაზის აგებისას ფარგლის გამოყენება. წრის სექტორებად დაყოფა , წრეწირის სექტორებად დაყოფა , წრეწირის რკალებად დაყოფა. ამოცანების ამოხსნისას წრეწირის ელემენტების თვისებების დაკავშირება ერთმანეთან. მოსწავლეს განუმტკიცდეს წრეწირთან /წრესთან დაკავშირებული ტერმინების კორექტულად გამოყენების უნარჩვევები.წრეწირის/ წრისტოლრკალებად.სექტორებად დაყოფის უნარჩვევები.შეზლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ ამოცანებში აქტიური გამოყენების უნარის განვითარება.
| |
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ზოგიერთი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა,მონაკვეთის სიგრძის გამოთვლა, რიცხვითი გამოსახულების შედგენა და ამოხსნა, განტოლების შედგენით ამოცანის ამოხსნა უნდა იცოდეს არე ,საზღვარი სიბრტყე . შეუძლია წრფის სხივის, მონაკვეთის დახაზვა
|
შეფასების საგნები და პროცედურები
| |
სასწავლო მასალა ტექნიკური რესურსები
|
თაბახის ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერი, მაკრატელი, მარკერი, სახაზავი,ფარგალი,წრის რამდენიმე მოდელი, კომპიუტერი, პროექტორი. სახელმძღვანელო სლაიდი
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასომენეჯმენტი
|
გაკვეთილის პირველ ფაზაში წინასწარ მოვახდენ შინაარსის მიხედვით დიფერენცირებას.
გაკვეთილის მეორე ფაზაში მოვახდენ პროცესის მიხედვით დიფერენცირებას.
სხვადასხვა აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეები თანმიმდევრულად მონაწილეობენ:მთელი კლასი და ჯგუფები.
A ფაზა
აქტივობა -მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება-მოსწავლეებს ვახალისებთ და ვაყენებთ კლასში წრეზე, ვიყენებთ თამაშს ,,გონებრივი იერიში,,ვავალებთ ერთმანეთის მიყოლებით ხელის ხელზე დადებით რიცხვს 70 უმატონ 40 სანამ არ შეივსება ერთი დიდი წრე.
ვსარგებლობ შემთხვეით რადგან ბაშვები დგანან წრეზე ერთ-ერთ მოსწავლეს მივცემ დავალებაას შემოირბინოს წრე; 1) შიგნით 2)გარეთ 3)დადგეს წრეწირის ცენტრში 4)სამმა მოსწავლემ შექმნან რადიუსი 5) სამმა მოსწავლემ ქორდა 6) ოთხმა რადიუსი 7) ხუთმა დიამეტრი. პარალელურად ვათქმევინებ რადიუსის,ქორდის დადიამეტრის განსაზგვრებას.
აქტივობა- ფიგურების ამოცნობა-თვალებ ახვეული ყუთიდან ფიგურების ამოგება და ამოცნობა
შემდეგ-საშინაო დავალების შემოწმება (იხილე დანართი 1) გამომყავს რამდენიმე ბავშვი დაპასთან და ვახსნევინებ ამოცანებს
B ფაზა
მოსწავლეებს სლაიდების მეშვეობით ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს: წრეწირის რკალი და წრიული სექტორი. განუვითარდეთ წრეწის რკალების და წრიული სექტორის აგების უნარჩვევა
აქტივობა
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ ბარათებს სადაც დაწერილია დავალებები
თითოეული ჯგუფის პრეზენტატორის გამოსვლის შემდეგ ,ვაძლევ განმარტებას, რომ შექმნილი ნამუშევრებით ჩვენ მივიგეთ წრეწირის რკალი და წრიული სექტორები. ვუყალიბებ მათ თითოეულის განსაზგვრას.
ვსვამ შკითხვებს ჩვენი ცხოვრებისეული პრაქტიკიდან,რომელი საგნები მოგვაგონებენ წრეს,წრეწირს და სექტორს.
მესამე ფაზა
მოსწავლეებს ვასრულებინებ სახელმძგვანელოს სავარჯიშოებს მათემატიკა მე-5 კლასი გვ.73 N 1,2,4
ვატარებ დამოუკიდებელ ჯგუფურ სამუშაოს
დანართი 2
ვუსმენთ პრეზენტატორის განმარტებებს თითეულ ამოცანაზე და ვადძლევ შესაბამის განმარტებას.
ვამოწმებ კლასის თეორიულ ცოდნას.ვაჯამებ გაკვეთილს.
წრისა და წრეწირის ამოცნობა,მათი ელემენტების დასახელება,წრეწირის თვისებების აგწერა,წრეწირის დაყოფა რკალებად . ამ თეორიული მასალის გამოყენება პრაქტიკაში.
ვაძლევ საშინაო დავალებად მათემატიკა 5 . გვ.73 N 5-6
ბოლოს ვაპასებ თითოეულ ჯგუფს გაწეული სამუშაოს მიხედვით.წინასწარ შემუშავებული შეპასების სქემით.იხილეთ დანართი 3.
|
пятница, 14 октября 2016 г.
წრეწირის რკალი და წრიული სექტორი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий